logo
ENG



თუ 48 საათში შეზღუდვები არ მოიხსნება, აქტივისტები სახელმწიფო შენობების პიკეტირებას გეგმავენ

24 იან 202115:17
3 წუთის საკითხავი
 
Formula/Vakho Kareli

მთავრობის ადმინისტრაცისთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნისთვის 48-საათიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სახელმწიფო შენობების პიკეტირება დააანონსეს. მომდევნო აქცია სამშაბათს, 26 იანვარს გაიმართება. 

დღევანდელ აქციაზე როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ისე პოლიტიკოსები და ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მოქალაქეები ითხოვენ ტრანსპორტის და სკოლების, ასევე ტურიზმის გახსნას, კომენდანტის საათის მოხსნას. 

რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელმა, შალვა ალავერდაშვილმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებას შეზღუდვების ძალაში დატოვების და შემსუბუქების შესახებ კურიოზული უწოდა - საკოორდინაციო საბჭომ 1-ლი თებერვლიდან ბათუმში ღია კაფეების გახსნა დააანონსა, ზამთრის კურორტების გახსნა კი მარტამდე გადაიდო. 

"ივნისისთვის რომ სათხილამურო საბაგიროები გაგვეხსნა, მთლად უკეთესი იქნებოდა, ამას რა ჯობია. სერიოზულად კი - როცა სხვა ქვეყნებს ვედრებით და ვამბობთ, რომ ინგლისში დაკეტილია - ინგლისში მოქალაქეებს ხელფასის 80% მაინც ერიცხებათ. არც ერთი ადამიანი იქნებოდა აქციაზე, ხელფასის 80% ანგარიშზე რომ ერიცხებოდეთ. ამიტომ არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის და განვითარებული ქვეყნების შედარება ამ კუთხით". - ამბობს შალვა ალავერდაშვილი. 

22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება. 

  • სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.

close დახურვა