logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი

02 დეკ 202010:54
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 4 033-ით გაიზარდა. 

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 4 061 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 705 შემთხვევა;
  • აჭარა - 402;
  • იმერეთი - 624;
  • ქვემო ქართლი - 286;
  • შიდა ქართლი - 281;
  • გურია - 84;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 273;
  • კახეთი - 239;
  • მცხეთა-მთიანეთი - 62;
  • სამცხე-ჯავახეთი - 68;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 20 387 აქტიური შემთხვევაა. 6 397 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 806, აჭარაში - 999, იმერეთში - 1 241. მძიმე პაციენტია 1 058 პირი, მათ შორის, თბილისში - 507, აჭარაში - 154, იმერეთში - 223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 119, იმერეთში - 47.

3 798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 272 -  თბილისში,  1 973 - აჭარაში, 291 - იმერეთში. 10 192 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 980 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 465, აჭარაში - 1 004, ხოლო იმერეთში - 31. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 765 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 203 პირი, აჭარაში - 11 505, იმერეთში - 4 996.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 143 376-ს. აქედან 121 621 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 342 გარდაიცვალა.


close დახურვა