logo
ENG



ოქრუაშვილის, მელიას, გვარამიას და უგულავასთან დაკავშირებული პროცესები გადაიდო

02 დეკ 202014:27
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას, ასევე გიგი უგულავასთან დაკავშირებული საქმეების სასამართლო პროცესები, რომელთა განხილვაც მომდევნო კვირას უნდა განახლებულიყო, კვლავ გადაიდო. 

სასამართლო პროცესების განახლების შეტყობინება მათ გუშინ, 1-ლ დეკემბერს მიუვიდათ, გადადების შესახებ კი დღეს, 2 დეკემბერს. 

მიზეზად კორონავირუსი დასახელდა. 

"ვინც ივანიშვილის ხელწერას ადევნებს თვცალ-ყურს, გაკვირვებული არ იქნებოდა [სასამართლო პროცესებით', იმიტომ, რომ ქვეყანაში ყველა მიმართულებით ფორმდება დიქტატურა. ოპოზიციასთან მიდის დიალოგი პარლამენტში შესვლასთან ან არშესვლასთან დაკავშირებით. პარალელურად ამ პროცესის დაწყება ნიშნავს, რომ გინდა მძევლები აიყვანო ან დააშინო. ივანიშვილი მოქმედებს, როგორც ტერორისტი". - ამბობს გიგი უგულავა. 

"ვერ მიხვდა ბიძინა ივანიშვილი, რომ დაკავების და დაპატიმრების არავის ეშინია. პოლიტიკური ვირშეშმაკობაა მოლაპარაკების პროცესში. ხელისუფლება, სახის შესანარჩუნებლად აპირებს შეთავაზებების მოტანას". - თქვა ნიკა მელიამ. 


close დახურვა