logo
ENG



დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი აცრა გაკეთდა

08 დეკ 202011:16
3 წუთის საკითხავი
 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი აცრა გაკეთდა. 

90 წლის ქალი, მარგარეტ კენანი ამბობს, რომ აქვს პრივილეგია, პირველი ჩხვლეტა მიეღო. 

მას ფაიზერის/ბიონტექის კორონავირუსის ვაქცინა გაუკეთეს. 

ამით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ვაქცინაციის მასობრივი პროგრამა დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას 80 წელს გადაცილებული ადამიანები და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები მიიღებენ. 


close დახურვა