logo
ENG



ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მსოფლიო თასზე მონაწილეობას არ მიიღებენ

11 დეკ 202016:59
3 წუთის საკითხავი
clock 1485

"ფორმულას" ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები მსოფლიო თასზე მონაწილეობას არ მიიღებენ. ინფორმაცია "ფორმულას" ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი კიკაბიძემ დაუდასტურა.

კიკაბიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება 2 მიზეზით გამომდინარეობს - ნაკრების თითქმის ყველა მოჭიდავეს, ლიდერების ჩათვლით, COVID-19 დაუდასტურდათ და მსოფლიო თასზე სულ რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს და ნაკრებისთვის ეს ტურნირი პრიორიტეტული არ არის. 

"ერთი მიზეზია, რომ ბიჭებს კოვიდი დაუდასტურდათ როგორც თავისუფლებს, ასევე ბერძნულ-რომაულებს. მეორე პრობლემა იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გაუქმდა, ჩაინიშნა მსოფლიო თასი, რომელიც ცოტა... 3-4 ქვეყანა ჩადის და მნიშვნელოვანი არ იყო მწვრთნელების გადაწყვეტილებით. გადავერთეთ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 8 თებერვალს ტარდება. ამისთვის მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს გასავლელი და საქართველოს ჩემპიონატი ჩავნიშნეთ. ნაკრებისთვის საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადება უფრო მთავარია", - განაცხადა კიკაბიძემ.

მისი თქმით, კორონავირუსი ჰქონდათ ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს - გენო პეტრიაშვილსა და იაკობ ქაჯაიას.


close დახურვა