logo
ENG



NCDC: საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი

13 დეკ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 2 720-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 942 ადამიანი, 46 კი გარდაიცვალა.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი 1 240 შემთხვევა;
  • აჭარა - 219;
  • იმერეთი - 362;
  • ქვემო ქართლი - 231;
  • შიდა ქართლი - 156;
  • გურია - 40;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი - 203;
  • კახეთი - 142;
  • მცხეთა-მთიანეთი - 84;
  • სამცხე-ჯავახეთი - 43;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 29 727 აქტიური შემთხვევაა. 6 869 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 956, აჭარაში - 881, იმერეთში - 1 409. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 074 პირი, მათ შორის, თბილისში - 500, აჭარაში - 149, იმერეთში - 215. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 439 პირი, მათგან თბილისში - 220, აჭარაში - 51, იმერეთში - 55. 3 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 080 - თბილისში, 1 386 - აჭარაში, 297- იმერეთში. 19 781 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 010 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 314, აჭარაში -156, ხოლო იმერეთში - 17. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 777 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 769 პირი, აჭარაში - 9 190, იმერეთში - 6 167.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 628 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 6 821 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 189 726-ს. აქედან 158 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1790 გარდაიცვალა.


close დახურვა