logo
ENG

ვოლსკი: ISFED არაა სტრუქტურა, რომელზეც შეიძლება ზეწოლა მოახდინო. ზეწოლა არაა ჩვენი ხელწერა

13 დეკ 202016:40
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/13/6npqis10upaerte.jpg

ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი, გია ვოლსკი ამბობს, რომ სამართლიანი არჩევნები არ არის ის სტრუქტურა, რომელზე შეიძლება ზეწოლა განახორციელო. ამასთან, მისი თქმით, ზეწოლა არ არის მმართველი გუნდის ხელწერა. 

„სამართლიანი არჩევნები არ არის ის სტრუქტურა, რომელზეც შეიძლება ზეწოლა განახორციელო, მეორე - ზეწოლა არაა ჩვენი ხელწერა. არსებობს ძალიან მკაცრი საერთაშორისო დაკვირვება ამ პროცესებზე და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობა, რომელიც ბოლო პერიოდში გალანძღული იყო ოპონენტების მიერ მხოლოდ იმისთვის, რომ ობიექტურ ვითარებას აშუქებენ. ასე რომ, ვერც სამართლიანი არჩევნების ეს შეცდომა - არ ვიცი, ეს სიტყვა ბრჭყალებში ვთქვა თუ ღიად და ვერც სხვა არგუმენტები ვერ გამოდგება იმისათვის, რათა თავი გაიმართლონ იმ რეალობის წინაშე, რასაც ჰქვია საქართველოს წინააღმდეგ ორგანიზებული შეტევა, შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ". - თქვა ვოლსკიმ.

თავად სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე გამოთქვამს ეჭვებს, რომ შესაძლოა უსმენენ და ორგანიზაციის ინფორმაცია არჩევნების ოქმების პარალელური დათვლის დროს შეცდომის დაშვების შესახებ მმართველ გუნდამდე სწორედ ამ გზით მივიდა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი PVT-ის შედეგებით მანიპულირებს, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პრობლემა ე.წ კარუსელები და დისბალანსია, რომელიც უბნების 8%-ში გამოვლინდა. 

11 დეკემბრის საღამოს ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა. 

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ PVT დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, შეხვედრაზე, "2-3 კვირის წინ შედგა", მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ. 

სამართლიანი არჩევნების 1-ლ ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უბნების 8%-ში გამოვლენილი დისბალანსის შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%.

საქმე ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიერ არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლას ეხება, რომელიც არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა. 

close დახურვა