საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, 24 საათში 49 პაციენტი გარდაიცვალა, 3 498 კი გამოჯანმრთელდა.
ადმინისტრაციის ცნობით, 24 საათში 6 554 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 3 490 PCR და 3 064 ანტიგენი.
ამ დროისთვის სულ დადასტურებულია 191 063 შემთხვევა, მათგან 161 681 გამოჯანმრთელდა, 1 839 კი გარდაიცვალა.