დედაქალაქის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ უსახლკაროდ რჩება, აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
"ჩემნაირი ცხოვრობს აქ, ჩემნაირად ვისაც უჭირს, ჩემნაირი გამოდის. კიბო მაქვს, წასასვლელი არსად მაქვს. ვიცი, მერიისაა. მოგვცეს მაშინ შესაძლებლობა, რომ ვიცხოვროთ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
ადგილზე იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ქართული ოცნების წევრები წინასაარჩევნოდ ადგილობრივ მოსახლეობას მიწების დაკანონებას დაჰპირდნენ:
"ბატონი სუბარი, ქალბატონი წულუკიანი და ქართული ოცნების დიდი ნაწილი ფეხშიშველა დადიოდნენ აქ და ითხოვდნენ ხმებს. ევედრებოდნენ ადამიანებს და ეუბნებოდნენ, რომ ხმა მოგვეცითო და სახლებს კი არ მიწები, რომ გაქვთ იმას დაგიკანონებთო.
როგორც კი თანამდებობები გაინაწილეს, არჩევნები მიიტაცეს სოზარი შევიდა პარლამენტში, კომიტეტის თავჯდომარე გახდა 10 000 ლარი ანაზღაურება ექნება ეს ხალხი ვიღას ახსოვს", - ამბობს ხაბეიშვილი.