logo
ENG


ცერცვაძე: თბილისის მოზრდილი მოსახლეობის 9%-ს გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია
  • 1505ნახვები

თბილისში ჩავატარეთ კვლევა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა და 9,1 პრევალენტობაა. თბილისის მოზრდილი მოსახლეობის 9 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია. გაზაფხულზე ჩვენ გვქონდა ასეთი კვლევა და იქ მაჩვენებელი 0,9 პროცენტი იყო. 

რანდომული კვლევა ჩატარდა, არსებობს მეთოდიკა, როდესაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვიკვილეთ ათასი თბილისის მცხოვრები და ვნახეთ, რამდენს ჰქონდა პოზიტიური ანტისხეულები კოვიდის მიმართ და იქ დადგინდა, რომ ცხრაზე ოდნავ მეტი პროცენტი ქალაქის მოსახლეობის არის ინფექციაგადატანილი. ჩატარდა სხვადასხვა ქალაქებშიც ეს კვლევა, ნიუ იორკში 25 პროცენტი იყო, ჟენევაში 14 პროცენტი, სადღაც 5 იყო, სადღაც 8 იყო. ვიტყოდი, რომ 10 პროცენტი მოსახლეობის ინფიცირება, ეს არის საშუალო ევროპული პროცენტი.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა