აღმაშფოთებელია, რომ ქართული ოცნების რეჟიმის მიერ აშშ-ში ელჩად დანიშნულის ქმარი, როგორც ამბობენ, რუსეთს ეხმარება, თავი აარიდოს აშშ-ის სანქციებს, რომლებიც პუტინის საომარი მანქანის დასაშლელად არის განკუთვნილი.
ფინანსთა სამინისტრომ ეს საკითხი უნდა გამოიძიოს და მოუთმენლად ველი შემდგომ რეაგირებას.
წერს ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის ქმარი სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს იურიდიულ დახმარებას უწევს.