logo
ENG



გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

19 დეკ 202013:47
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/19/k2pvhhcolezgxvb.jpg

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩეს. 

ის ICC-ში პირველი მოსამართლეა საქართველოდან.  

აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარდგენილ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე ის 9 წლის ვადით იქნება.

გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობასაც ასრულებს. ორივე თანამდებობას ლორთქიფანიძე ვერ დაიკავებს. სავარუდოდ, იუსტიციის მინისტროს პოსტზე სხვა კანდიდატურის შერჩევა გახდება საჭირო. 

გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. 

მანამდე, იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში; 2007-2010 წლებში - კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი; 2010-2013 წლებში - ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი;


close დახურვა