logo
ENG



ლორთქიფანიძე ICC-ის მოსამართლის პოსტს მარტში დაიკავებს, მანაბდე იუსტიცისიის მინისტრი იქნება

19 დეკ 202017:12
3 წუთის საკითხავი
clock 1099

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ ის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მუშაობას მარტიდან შეუდგება.

მისი თქმით, იმ შემთვევაში თუ მანამდე მთავრობა დამტკიცბული იქნება, ICC-ის მოსამართლის პოსტის დაკავებამდე, ის მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

ლორთქიფანიძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩეხი მოსამართლე უნდა ჩაანაცვლოს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. 

კითხვაზე, დატოვებს თუ არა ლორთქიფანიძე მინისტრის პოსტს მას შემდეგ, რაც ჩეხი მოსამართლე ICC-დან წავა, ლორთქიფანიძე ამბობს, რომ დიახ, დატოვებს. 

"ამაზე არ არსებობს წინააღმდეგობა, სანამ ჩვენ მოსამართლეობას შევუდგებით უნდა ჩაამთავროს ჩეხმა მოსამართლემ, რომელსაც შევცვლი, თავისი ვადა და ეს არის არა უფრო სწრაფად, ვიდრე მარტში და შეიძლება უფრო მეტიც გაგრძელდეს. ასე რომ მანამდე, თუ მთავრობა დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ არანაირი შეუთავსებლობა არ არსებობს და შევასრულებ მინისტრის მოვალეობას",-ამბობს გოჩა ლორთქიფანიძე.

ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძის მოსამართლედ არჩევას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ლორთქიფანიძე ჰააგაში საქმინობას რამდენიმე თვეში დაიწყებს, მანამდე კი, ის საქმიანობას ქართული ოცნების გუნდში გააგრძელებს.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ცნობილი - გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის კვოტით. სწორედ ის იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში.

ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

ბატონი გოჩა რამდენიმე თვეში შეუდგება ამ საპატიო და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე კი, ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას",-წერს გახარია Facebook გვერდზე.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლის მოსამართლედ აირჩიეს. ICC-ის მოსამართლის პოსტს ის 9 წლით დაიკავებს. 


close დახურვა