საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 2 766 პირი გამოჯანმრთელდა, 41 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით დღე-ღამის განმავლობაში 4 769 კვლევა ჩატარადა, მათ შორის 1 955 ანტიგენის ტესტით, 2 814 PCR ტესტით.
წინა დღეებთან შედარებით ტესტების რაოდენობა შემცირებულია. მაგალითად, 26 დეკემბრის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 14 421 ტესტი იყო ჩატარებული, 25 დეკემბერს - 13 655, 24 დეკემბერს - 13 699.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:
- თბილისი - 257;
- აჭარა - 68;
- იმერეთი - 55;
- ქვემო ქართლი - 29;
- შიდა ქართლი - 16;
- გურია - 14;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34;
- კახეთი - 36;
- მცხეთა-მთიანეთი - 19;
- სამცხე-ჯავახეთი - 8;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
რაც შეეხება ინფიცირებული პაციენების მდგომარეობას, 5 624 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 1 019 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 376 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ამ მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 222 143 შემთვევაა გამოვლენილი. ქვეყანაში ვირუსისგან 206 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 418 - გარდაიცვალა.