logo
ENG



დეკანოიძე: რიგგარეშე არჩევნების ვადებზე მსჯელობა შეიძლება, მთავარია ოპოზიციის ერთობა

28 დეკ 202014:14
3 წუთის საკითხავი
clock 1102
დეკანოიძე: რიგგარეშე არჩევნების ვადებზე მსჯელობა შეიძლება, მთავარია ოპოზიციის ერთობა

ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღი ოპოზიციის მხრიდან განხილვას იმსახურებს. 

დეკანოიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა - ლელოს ლიდერიმა თქვა, იდეალური იქნებოდა, რიგგარეშე არჩევნები 2021 წელს ჩატარდეს, თუმცა, 2022 წელსაც შესაძლებელია. 

"ხელისუფლება უნდა მოვიდეს კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გეგმით, როგორ გეგმავს ოპოზიციის 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მათ შორის ვადებზეც შეიძლება საუბარი. ვერ ვიტყოდი, რომ ვადებზე არ შეიძლება საუბარი. მთავარია ოპოზიციური ერთობის შენარჩუნება. [...]. თუ რამე ახალ ინიციატივას ან ახალ კომპრომისულ სივრცეს ვუმატებთ ამ ყველაფერს, ეს უნდა იყოს ოპოზიციაში განხილული. და ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ოპოზიციურ ერთობას". - თქვა დეკანოიძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში. 

2022 წელს რიგგარეშე არჩევნების დანიშნა სერბეთის მაგალითის გათვალისწინებას ნიშნავს. 2020 წლის ზაფხულში საპროტესტო გამოსვლების და ოპოზიციის მიერ არჩევნების პირველივე ტურიდან ბოიკოტის შემდეგ სერბეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, მომდევნო არჩევნები არა 2024 წელს, არამედ 2022 წელს დაენიშნა. 

სერბული მოდელის გამოყენება ურჩია საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა

X მოწვევის პარლამენტს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციის მოთხოვნებს შორის არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტიკური პატიმრების გათაგისუფლება, ასევე, საარჩევნო სისტემის რეფორმა. 

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის, დასავლელი ელჩების ფასილიტაციით, მოლაპარაკებების 4 რაუნდი ჩატარდა, თუმცა, უშედეგოდ. ხელისუფლება ჯერჯერობით მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმას თნხმდება

მანამდე კი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საპარლამენტო მუშაობაში მხოლოდ ერთი პარტია, ქართული ოცნება მონაწილეობს. მათ უკვე დაამტკიცეს მთავრობა. 


close დახურვა