საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა, 1 963 პირი კი გამოჯანმრთელდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 3 845 კვლევა ჩატარდა, აქედან 2 199 ანტიგენის ტესტით, 1 646 კი PCR ტესტით.
კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევიდან თბილისში 226 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 64, იმერეთში კი 87.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:
- ქვემო ქართლი - 24;
- შიდა ქართლი - 20;
- გურია - 32;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64;
- კახეთი - 44;
- მცხეთა-მთიანეთი - 20;
- სამცხე-ჯავახეთი - 8;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 229 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 222 405 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 628 კი გარდაიცვალა.