logo
ENG



N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში 23 პატიმარს Covid-19 აღმოაჩნდა

05 იან 202119:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/05/w2atraqlcz0r8zt.jpg

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში 23 პატიმარს Covid-19 დაუდასტურდა, სამსახურმა 329-ვე ბრალდებულს ჩაუტარა PCR ტესტირება. 

სამსახურის ცნობით, ინფიცირებულებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ და თავს კარგად გრძნობენ. ინფიცირებული პატიმრები იზოლირებულ, საკარანტინო სივრცეში მოათავსეს, სადაც ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 

პენიტენციურის სამსახურის ცნობით, ასევე იზოლაციაში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან ინფიცირებულ პატიმართა კონტაქტები, რომელთა PCR ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. ინფიცირებულთა მსგავსად, მათაც არ აღენიშნებათ კლინიკური სიმპტომები. 

"რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანები, ბახილები და ა.შ.) არიან აღჭურვილები. ამასთან, კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში, 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით მოწმდებიან", - ვკითხულობთ დაწესებულების განცხადებსაში

უწყებაში აცხადებენ, რომ ჯანმრთელი პატიმბერი PCR ტესტირებას ყოველ 14 დღეში ერთხელ გაივლიან, მანამდე კი პატიმრებს 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ, რათა ვირუსის არსებობის შემთხვევაში მისი დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე მოხდეს და პატიმრებმა დროულად მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დამხარება

 31 დეკემბრის შემდეგ PCR ტესტირება ჩაუტარდათ N11 არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულების პატიმრებსაც, თუმცა არცერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა. 

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმართა ინტენსიური PCR ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. 


close დახურვა