logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 1 800 შემთხვევა, გარდაიცვალა 20 ადამიანი, ჩატარდა 14 839 ტესტი

06 იან 202110:52
3 წუთის საკითხავი
clock 365

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 800 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გარდაიცვალა 20 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 489 პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 839   კვლევა ტესტით, მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 PCR ტესტით.

ჯამში, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 233 879 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 223 276 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 666 გარდაიცვალა. 


close დახურვა