logo
ENG



იმნაძე: 1-ელ თებერვალს სავაჭრო სექტორი, ფაქტობრივად, მთლიანად გაიხსნება

14 იან 202122:44
3 წუთის საკითხავი
clock 3758

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ 1 თებერვლიდან სავაჭრო სექტორი "ფაქტობრივად მთლიანად გაიხსნება". 

იმნაძემ პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი საახალწლო პერიოდში სავაჭრო სექტორის მიერ კოვიდრეგულაციების ზედმიწევნით დაცვა გახდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება. 

"პირველი თებერვლიდან დაანონსებულია უკვე, რომ გაიხსნება პრაქტიკულად მთლიანად სავაჭრო სფერო... მთავრობა იძულებულია რაღაც შეზღუდვები დააწესოს, როცა არ ვიცავთ რაღაც წესებს, ან ბიზნესი არ იცავს წესებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ბიზნესი კარგად იცავდა, როცა საახალწლოდ გაიხსნა ვაჭრობა. დიდ მოლებში ძალიან კარგად იყო დაცული ყველანაირი მოთხოვნა. ბიზნესი არის პასუხისმგებლობიანი, მოგვყვება ამაში”– განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, იმნაძე აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებას ის ფაქტი აჭიანურებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული წესების ზედმიწევნით დაცვა ჭირს. 

 

 


close დახურვა