logo
ENG



რუსთავში, მარკეტ ლიბრეში გვიან ღამით ორი კაცი შეიჭრა - ნაცემია კონსულტანტი ქალი

15 იან 202109:48
3 წუთის საკითხავი
clock 3057

რუსთავში, სუპერმარკეტ ლიბრეში კომენდანტის საათის დროს ორი კაცი შეიჭრა. ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ერთერთმა კი მოლარე-კონსულტანტ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან თანხა წაღებული არ არის და მომხდარი, სავარაუდოდ, პირადი ანგარიშსწორების მიზნით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ. 


close დახურვა