საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 780-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 608 ადამიანი, 17 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა, აქედან 4 796 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4 287 PCR-ით.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი 332 შემთხვევა;
- აჭარა - 51;
- იმერეთი - 100;
- ქვემო ქართლი - 46;
- შიდა ქართლი - 72;
- გურია - 14;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73;
- კახეთი - 58;
- მცხეთა-მთიანეთი - 17;
- სამცხე-ჯავახეთი - 12;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 11 853 აქტიური შემთხვევაა. 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 758, აჭარაში - 309, იმერეთში - 701. მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 7, იმერეთში - 27. 649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 - თბილისში, 303 - აჭარაში, 37 - იმერეთში. 7 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, აჭარაში - 106, ხოლო იმერეთში - 7. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 918 პირი, აჭარაში - 1 942, იმერეთში - 2 799.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 247 805-ს შეადგენს. აქედან 232 993 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 933 გარდაიცვალა.