logo
ENG



აქტივისტების თქმით, დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა ცდილობდა, თელავში მათ კარავს დაჯახებოდა

17 იან 202114:43
3 წუთის საკითხავი
clock 782

აქტივისტები, რომლებსაც თელავის ცენტრში კარავი აქვთ გაშლილი, ამბობენ, რომ დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა ცდილობდა, კარავს დაჯახებოდა

მათი თქმით, მანქანას ამაში ხელი ბოძკინტმა შეუშალა, რის შემდეგაც მან დაჯახება მეორედაც სცადა. 

"მეორედაც წამოვიდა, სხვა მხრიდან, მაგრამ შევაჩერეთ". - ამბობენ აქტივისტები. 

თელავში ჩავიდა ელენე ხოშტარია. მისი თქმით, პროკურატურას 22 იანვრამდე აქვს დრო, მომხდარი გამოიძიოს. 

"მინდა, მივმართო პროკურატურას, რომლებიც აქედან სულ რამდენიმე მეტრში არიან, გამომძიებელ დავით გველესიანს, რომელსაც ვურეკავდი და რა თქმა უნდა, ტელეფონზე არ მიპასუხა. ვაძლევ რამდენიმე დღეს. 22 იანვარს აქ მას მოეთხოვება პასუხი. თუ უნდა, მუქარად მიიღოს. თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება პრეცედენტი იმ ადამიანის დასჯის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სიცოცხლის საფრთხეს უქმნის, მათ მოეთხოვებათ პასუხი". - თქვა ხოშტარიამ. 

იმ შემთხვევაში, თუ მომხდარს არ გამოიძიებენ, 22 იანვარს, 14:00 საათზე თელავში აქცია გაიმართება. 

თელავში აქტივისტები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს რამდენიმე კვირაა, აპროტესტებენ. მათ მანამდეც რამდენჯერმე თქვეს, რომ მანქანები ცდილობენ, მათ კარავს დაეჯახონ


close დახურვა