logo
ENG



კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 15 ადამიანი, ჩატარდა 17 398 ტესტი

19 იან 202110:53
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 15 ადამიანი, ჩატარდა 17 398 ტესტი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 550​-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 494 ადამიანი, 15 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა, აქედან 12 166 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო  5 232​ PCR-ით.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 647 შემთხვევა;
  • აჭარა - 58;
  • იმერეთი - 249;
  • ქვემო ქართლი - 93;
  • შიდა ქართლი - 95;
  • გურია - 53;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145;
  • კახეთი - 106;
  • მცხეთა-მთიანეთი - 41;
  • სამცხე-ჯავახეთი - 49;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 11 336 აქტიური შემთხვევაა. 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 770, აჭარაში - 269, იმერეთში - 702. მძიმე პაციენტია 775 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში -54, იმერეთში - 184. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 2, იმერეთში - 26. 563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 248 - თბილისში, 237- აჭარაში, 32 - იმერეთში. 7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 226, აჭარაში - 97, ხოლო იმერეთში - 9. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 865 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 398 პირი, აჭარაში - 1 788, იმერეთში - 2 269.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 249 465​​-ს შეადგენს. აქედან 235 130 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 973 გარდაიცვალა.


close დახურვა