
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მოადგილე აკაკი საღირაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.
იუსტიციის სამინისტრო საღირაშვილის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
"აკაკი საღირაშვილი გერმანიის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის მაგისტრია (LL.M. (Magister iuris comperativi / 2004-2006 წლები); 1997-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
2007-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას – 2009-2011 წლებში ის კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) სამოქალაქო სამართლის ლექტორი გახლდათ. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს".
საღირაშვილი მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას გუშინ, 18 იანვარს შეუდგა.