logo
ENG



438 მომხრე - ევროპარლამენტი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას უწევს

08 ივნ 202222:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/08/kcgq2s5kkgukalf.jpg

438 მომხრე, 65 წინააღმდეგი - ევროპარლამენტი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას უწევს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

რეკომენდაციის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში - ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს, 8 ივნისს მიიღო. კენჭისყრაზე თავი 94-მა დეპუტატმა შეიკავა.

გამოცემა უნიანის ცნობით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება 23-24 ივნისს არის მოსალოდნელი.

 


close დახურვა