logo
ENG



43 წელი თელავის ღვარცოფიდან - სტიქია ადგილობრივებს დღემდე პრობლემას უქმნის

13 ივნ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 

1977 წლის 13 ივნისის ღამეს ადიდდა მდინარე თელავის ხევი და ღვარცოფმა თელავი და მიმდებარე სოფლები წალეკა. სტიქია დღემდე მძიმედ ახსოვთ ადგილობრივებს და დღესაც მისი გამეორების საფრთხე მაღალია რამდენიმე ხილული მიზეზის გამო.  

ბოლო წლების განმავლობაში არც ერთი ხელისუფლების მმართველობისას არავის უფიქრია, რომ ფული გამოყოფილიყო დაზიანებული კალაპოტისა და დამცავი დამბების აღსადგენად. სურათი მძიმეა მდინარის ხეობას ქალაქიდან თითქმის სათავემდე. 

კალაპოტზე სამი დამბა დგას. სამივეს, თავდაპირველი გათვლებით, 1 საუკუნე უნდა გაეძლო. გასულია ნახევარი საუკუნე, თუმცა წლებია ღვარცოფისა და წყალმოვარდნისგან დამცავი დამბები ამორტიზებულია, დიდი ნაწილი კი მიწაშია ჩაფლული. 


close დახურვა