logo

თებერვლიდან 5 ქალაქში აღდგება საზ. ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა

22 იან 202113:08
3 წუთის საკითხავი
clock 7137

პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისში ქუთაისსა და რუსთავში სკოლების და მუნიციოპალური ტრანსპორტის მუშაობა მარტამდე არ აღდგება. ამ 3 ქალაქში თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. ცქიტიშვილის განცხადებითვე, ღია და დახურული ბაზრობები ყველა ქალაქში გაიხსნება 15 თებერვლიდან.

close დახურვა