logo
ENG



სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე - სრულად

22 იან 202113:36
3 წუთის საკითხავი
 
სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე - სრულად

მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება. 

სად რა შეზღუდვები შემსუბუქდება ან დარჩება უახლოეს თვეებში:

  • თებერვლიდან კომენდანტის საათი არ მოიხსნება. გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა მარტიდან იგეგმება;
  • თებერვლიდან მხოლოდ 5 ქალაქში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა;
  • მიუხედავად ამისა, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას, არ იფუნქციონირებს საზ. ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები. ისინი იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში;
  • დარჩენილ 3 ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარტამდე არ აღდგება, თუმცა ამ ქალაქებში თებერვლიდან, განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
  • აღდგენის მიუხედავად, თებერვალში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სავაჭრო ობიექტები შაბათ-კვირას კვლავ არ იმუშავებენ. 
  • ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან;
  • აჭარაში, პირველი თებერვლიდან დაუშვებენ კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღებას;
  • აკრძალული რჩება ქორწილები და ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა;
  • საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან;
  • ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
  • ისევ, გაურკვეველი დროით შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა;
  • აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.
  • ყველას ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება;
  • ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადებისა და რიგების მართვა, დისტანციის დაცვა.

close დახურვა