logo
ENG



ელისაშვილი ამბობს, რომ "ოცნებასთან" შეხვედრაზე პოზიციები გაცვალეს

22 იან 202113:08
3 წუთის საკითხავი
clock 627

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან შეხვედრაზე მან და ლევან იოსელიანმა პოლიტპატიმრების საკითხი "პრინციპულად დასვეს".

მისი თქმით, საარჩევნო საკითხებთან და ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით ქართული ოცნება კვლავ თანახმაა, დათმობაზე წავიდეს, სხვა საკითხებზე კი იგივე პოზიცია აქვს.

"4 საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების თემა. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე ცნობილია, რომ ქართული ოცნება უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. დღეს აქ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით. 

გაირკვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან და ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, როგორც წინა რაუნდებზე იყო, "ოცნება" მზად არის, სერიოზულ დათმობებზე წავიდეს. საარჩენო საკითხებთან დაკავშირებით არის პროგრესი, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს იგივე პოზიცია აქვს, რომ კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც თუ დაადასტურებს 1%-იან ცდომილებას, მზად არიან, რიგგარეშე დანიშნონ", - თქვა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა გუშინ, 21 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს და თანახმაა, ქართულ ოცნებას საჯაროდ შეხვდეს. ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში დღეს, 22 იანვარს მივიდნენ და არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ. ელისაშვილი ამტკიცებს, რომ შეხვედრა თალაკვაძემ შესთავაზა.


close დახურვა