logo
ENG



დააკავეს აქტივისტი, რომელმაც ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა

24 იან 202117:53
3 წუთის საკითხავი
clock 2323
2021/01/24/nqypn1juz8p6bud.png

არასამთავრობო ორგანიზაციის "ალტერნატივა" წევრი ირაკლი ფანგანი სამართალდამცველებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრის ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის დააკავეს. ფანგანის დაკავების ვიდეოს "ალტერნატივა" ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 ჩავლეიშვილს ნაგავი ბათუმში "ალტერნატივის" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმში დააყარეს. მათ ამ ფორმით გააპროტესტეს ოპოზიციის სიით არჩეული დეპუტატის აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა.


close დახურვა