logo
ENG



შსს: აქტივისტ ირაკლი ფანგანის ცემის საქმეზე ერთი პირი დავაკავეთ

05 აპრ 202122:45
3 წუთის საკითხავი
clock 723
2021/04/05/oubq6ycfoze550h.jpg

პოლიციამ აქტივისტ ირაკლი ფანგანის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, 1997 წელს დაბადებული ნ.დ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ი.ფ.-ს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა მასზე, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.  დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს",- ვკითხულობთ განცხადებაში.

 

აქტივისტ ირაკლი ფანგანს პარლამენტის მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელში, სცემეს.   შელაპარაკების შემდეგ ირაკლი ფანგანს უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა და ადგილიდან მიიმალა. სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ფანგანს პირველადი სასწრაფო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.


close დახურვა