გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, აქტივისტი ირაკლი ფანგანი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, გაათავისუფლეს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ვინაიდან ფანგანისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვენ, ის ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა.
მათი ცნობით, ფანგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნას გულისხმობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ფანგანი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის გუშინ, 24 იანვარს დააკავეს. დაპირისპირება 23 იანვარს, ბათუმში მოხდა. აქტივისტების აქციაზე ჩავლეიშვილი მივიდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების დროს დეპუტატს ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა. ჩავლეიშვილმა, რომელიც არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მონაწილეობდა, რესპუბლიკური პარტია დატოვა და უმაღლეს საბჭოში შევიდა.