
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ახალი თავმჯდომარე იურისტი ედუარდ მარიკაშვილი იქნება.
ინფორმაციას ორგანიზაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს, რომელიც თანამდებობას 2 ვადით იკავებდა.
"გამგეობის გადაწყვეტილებით ორგანიზაციას ხვალიდან ახალი, რიგით მესამე თავმჯდომარე - ედუარდ მარიკაშვილი ეყოლება, რომელიც წლებია აქტიურად იბრძვის საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად. ღრმად ვარ დარწმუნებული, მისი ლიდერობით ორგანიზაცია კიდევ უფრო წინ წაიწევს და მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს", - წერს მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.