logo
ENG



გახარია: როგორც კი ეპიდმაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება, ყველაფერს გავაკეთებთ სკოლების გახსნისთვის

26 იან 202111:59
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: როგორც კი ეპიდმაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება, ყველაფერს გავაკეთებთ სკოლების გახსნისთვის

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცილდება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს სასწავლო დაწესებულებების ასამოქმედებლად. ამაზე გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში.

როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოცილდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

26 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა, 1050 კი გამოჯანმრთელდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 349 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენით, 11 492 კი PCR ტესტით.


close დახურვა