logo
ENG



გახარიამ: თუ ინფექციის სრული მართვა არ ხდება, ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი ჭორაობაა

26 იან 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock 407
გახარიამ: თუ ინფექციის სრული მართვა არ ხდება, ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი ჭორაობაა

გიორგი გახარია - თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს

თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ყველაფერში. როდესაც მაგალითად, ვითხოვთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების და დარგების გახსნას, ან ვთვლით, რომ ერთდროულად, ქვეყნის მასშტაბით, მაშინ, როდესაც მაგალითად, თბილისში, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აჭარაში - ტრანსპორტის გახსნას. უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, მეორე მხარეს რისკი რა არის. რისკი არის ის, რომ ინფიცირების გავრცელება სწრაფად გაიზრდება და მოგვიწევს ისევ სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება. ამიტომ ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე - თუ საბოლოო ჯამში, არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს. ჩვენთვის დასაბუთებული არგუმენტებია დადებითობის მაჩვენებელი. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია, ისევე, როგორც ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე, იმიტომ, რომ სწრაფი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. ამიტომ, როდესაც ჩვენ ეს მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დღეში გვქონდა დაახლოებით 7000 ინფიცირებული ჰოსპიტალურ სისტემაში, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და დღეში გვქონდა 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა