logo
ENG



არ მქონდა იმ თემებზე ქადაგების კურთხევა - საპატრიარქო დეკანოზის "შენდობის წერილს" ავრცელებს

27 იან 202122:50
3 წუთის საკითხავი
clock 1508
არ მქონდა იმ თემებზე ქადაგების კურთხევა - საპატრიარქო დეკანოზის "შენდობის წერილს" ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ თადეოზ სარალიძის "შენდობის თხოვნის წერილს" ავრცელებს, რომელიც მათივე ცნობით, მიწოდებულია ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიერ. წერილში ვკითხულოვთ, რომ დეკანოზი თადეოზი ითხოვს შენდობას იმის გამო, რომ მღვდელმთავრის კურთხევის გარეშე იქადაგა.

"მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.

ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან", - ნათქვამია წერილში.

დეკანოზი თადეოზ სარალიძე არმენოფობიური და ანტისემიტური განცხადებებით გამოირჩევა. გარდა ამისა, 24 იანვარს ქადაგებისას ბავშვებზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავარია ისინი ეკლესიის ერთგულნი იყვნენ, სხვა შემთხვევაში სჯობს პატარები მოკვდნენ და სასუფეველში მოხვდნენ.


close დახურვა