logo
ENG



თურნავა: თურქეთიდან შემოსვლა PCR ტესტის უარყოფითი პასუხით იქნება შესაძლებელი

03 თებ 202111:06
3 წუთის საკითხავი
clock 1108

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნებს, საიდანაც ვიზიტორებს PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა, თურქეთი დაემატა. 

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, ეს დამაიმედებელი ინფორმაციაა ბიზნესისა და ტურიზმისთვის. 

"ჩვენი ამოცანაა, ჟანგბადი ჩავასუნთქოთ ტურისტულ ინდუსტრიას და ნელ-ნელა ამოქოქვა დაიწყოს. ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის მოქალაქე, ემატება თურქეთი, ჩვენი დიდი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს გამარტივებული წესებით - PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და მე-3 დღეს უკვე ქვეყანაში PCR ტესტის ჩატარებით. ეს კარგი, დამაიმდებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმისთვის, იმიტომ, რომ წყარო იყო ტურისტების ჩვენი მეზობელი ქვეყანა და საკმაოდ ბევრი ბიზნესვიზიტორი გვსტუმრობს თურქეთიდან", - თქვა თურნავამ.

თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნა. საქართველოს მიმართულებით ფრენებს 11 თებერვლიდან Pegasus Airlines, 15 თებერვლიდან კი Turkish Airlines ანახლებს.


close დახურვა