logo
ENG



გლდანის გამგებლის გადადგომის მოთხოვნით, მერიასთან აქცია იმართება

05 თებ 202114:31
3 წუთის საკითხავი
clock 1893

თბილისის მერიასთან გლდანის გამგებლის, ლევან ნაროუშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნაროუშვილის სახელი ძალადობასთან ასოცირდება, შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ მას თანამდებობაზე ყოფნის უფლება არ აქვს.

აქციაზე ასევე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, მომიტინგეებს მერიის შენობაში შესვლა და კახა კალაძის სახელზე განცხადების დაწერა სურდათ, რაც ადგილზე მყოფ პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა. 

აქციას ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილიც ესწრება. მისი თქმით, ნაროუშვილის დაწინაურება ხელისუფლების ორმაგ სტანდარტზე მეტყველებს. 

"ვითხოვთ, რომ იქნას გადაყენებული და დასჯილი სამართლებრივად კალაძის მეგობარი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ დასჯილიყო გლდანის გამგებელი გახდა. ეს არის ძალადობის წახალისება და ორმაგი სტანდარტი. მაშინ როცა ჩვენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არაფერს ვაკეთებთ, გვაპატიმრებენ და გვსჯიან. ხოლო როცა ფაქტი გადაღებულიც არის, როგორ ცემს ეს ადამიანი სხვას, ის დასჯის ნაცვლად არის დაწინაურებული", - ამბობს ჩხარტიშვილი. 

ცნობისთვის, ლევან ნაროუშვილმა 2017 წელს თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ფაქტის ამსახველი კადრები 2019 წელს გავრცელდა. ნაროუშვილის წინააღმდეგ საქმეც იყო აღძრული, თუმცა მან მხოლოდ გაფრთხილება მიიღო, რის შემდეგაც ის დააწინაურეს. 


close დახურვა