logo
ENG



აუდიტის სამსახური: გარდაბნის მერიას კანონით დადგენილზე 84-ით მეტი მანქანა ემსახურება

06 თებ 202116:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/06/ii2uu1m3dw5ah5x.jpg

აუდიტის სამსახურის ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას კანონით დადგენილზე 84-ით მეტი მანქანა ემსახურება. 

აუდიტის სამსახური, რომელმაც მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის აუდიტი ჩაატარა, დასკვნაში წერს: 

"მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 84 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს საბიუჯეტო ასიგნებების არაეკონომიურ და არარაციონალურ ხარჯვას;

ასევე, დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის ხარჯის გაღება, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, მერიის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არარაციონალური ხარჯი. 

პარალელურად კი, მუნიციპალიტეტმა ვერ შეასრულა და გაურკვეველი ვადით გაახანგრძლივა წყლის პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლისთვისაც 8 მილიონი ლარია გამოყოფილი. 


close დახურვა