logo
ENG


ვოლსკი წულუკიანზე: უსაფუძვლოა, თითქოს, მის მმართველობას პოლიტიკური ნიშანი ექნება
გია ვოლსკი
08 თებ, 2021 16:14
ვოლსკი წულუკიანზე: უსაფუძვლოა, თითქოს, მის მმართველობას პოლიტიკური ნიშანი ექნება
  • 521ნახვები

თეა წულუკიანი შესანიშნავი მინისტრი იქნება. იყო აქ გარკვეული მოძრაობები, განცხადებები, რომ ეს კულტურის სფეროში ადამიანების თავისუფალ სიტყვას ჩაახშობს, პირიქით, თუ სადმე თავისუფალი სიტყვა უნდა ითქვას, რომელი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს კულტურის მუშაკი, იგი უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ვინაიდან მატარებელია იმ დიდი ძალისა, რასაც ქვია საქართველოს განსხვავებულობა, თავისი კულტურული მემკვიდრეობით. ამ შემთხვევაში პოლიტიკურ გემოვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ეს სპეკულაციები, თითქოს და მის მმართველობას პოლიტიკური ნიშანი ექნება, არის ყურით მოთრეული და უსაფუძვლო

ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნაზე. ფორმულამ 18 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ მინისტრად წულუკიანი დაინიშნება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა