logo
ENG



საელჩო: გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

08 თებ 202118:09
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/08/l8y69rmunpjjrkh.jpg

გაერთიანებული სამეფო საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს.

"გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს. ბატონ გახელაძეს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 12 წლითა და 6 თვით უკანონო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება.

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 


close დახურვა