logo
ENG



ტიკარაძე: თებერვლის მეორე ნახევარში გვექნება ვაქცინის პირველი მოცულობა

11 თებ 202116:55
3 წუთის საკითხავი
clock 543
ტიკარაძე: თებერვლის მეორე ნახევარში გვექნება ვაქცინის პირველი მოცულობა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი მოცულობა ქვეყანაში თებერვლის მეორე ნახევარში შემოვა. 

ამასთან, ტიკარაძის თქმით, საქართველოსთვის დამატებით ხელმისაწვდომი ხდება კიდევ 150 ათასი ვაქცინა. 

"გვაქვს მოლაპარაკებები როგორც ფაიზერის, ასევე ასტრაზენეკას ვაქცინის მიმართულებით. როგორც დაანონსებული გვაქვს, თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოში გვექნება ვაქცინის ის პირველი მოცულობა, რომელზეც ხელშეკრულება არის გაფორმებული და ოდენობები ეტაპობრივად დაემატება.

დღეისთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის კიდევ ხელმისაწვდომი ხდება დამატებით კიდევ 150 ათასი ვაქცინა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, რამდენად დეფიციტურია ვაქცინა მსოფლიო ბაზარზე, ხშირად ისმის კითხვები სხვადასხვა ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს პროცესი და საიმედოობა იყოს მაღალი", - განაცხადა ტიკარაძემ. 


close დახურვა