logo
ENG



ქუთაისში უთოთი ნაწამებ კაცს სხეულის 23% დამწვარი აქვს, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

13 თებ 202117:20
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში უთოთი ნაწამებ კაცს სხეულის 23% დამწვარი აქვს. 

ექიმის თქმით, მას ასევე აქვს აქვს ქალა ტვინის დახურული ტრავმა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა. 

კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის ინტენსიური თერაპიის პალატაშია მოთავსებული. 

73 წლის კაცი ქუთაისში ყაჩაღობის დროს აწამეს. 

ახლობლების თქმით, კაცს წარსულში ინსულტი აქვს გადატანილი. 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირი დაესხა მას თავს. დაკავებული არავინაა. 

შსს-ის ცნობით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით.


close დახურვა