logo
ENG



უგულავა მელიას შესაძლო დაკავებაზე: წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული

15 თებ 202113:06
3 წუთის საკითხავი
 
უგულავა მელიას შესაძლო დაკავებაზე: წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული
ვახო ქარელი/ფორმულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ თუ ნიკა მელიას დააკავებენ, ოპოზიცია მას ფიზიკურად დაიცავს. ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, ბევრი ადამიანის დაკავება მოუწევს.

"თუ ხელისუფლება გავიდა რაციონალიზმის საზღვრებიდან და მიიღო გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაპატიმრებაზე, მისი პოზიცია საზოგადოებამ იცის და ოპოზიციის პოზიციაც ასეთია: ჩვენ არ ვაპირებთ გავრილოვის ხარკის გადახდას, თუ ხელისუფლება გამოიყენეს ძალას, მას მოუწევს ფიზიკურად ძალიან ბევრი ადამიანის დაკავება. 

ასევე იცოდეს ხელისუფლებამ რომ წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული", - ამბობს უგულავა. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ როგორ გააკეთებს ამას, იგი პასუხობს: "მოვა სპეცრაზმი დამარტყამს დავარტყამ".

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა გრძელდება. ისინი სამომავლო გეგმებზე, საპროტესტო აქციებსა და ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში სამოქმედო ნაბიჯებზე მსჯელობს.


close დახურვა