logo
ENG



პოლიციელები მელიას დასაკავებლად ოფისში არ შეუშვეს

18 თებ 202109:28
3 წუთის საკითხავი
 

სამართალდამცველები ნაციონალური მოძრაობის ოფისში არ შეუშვეს. მათ მელიასთვის განჩინების ჩაბარება და მისი დაკავება სურდათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.

"სასამართლოს მიერ გაცემულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც დაევალა შსს-ს, შესაბამისად, გამომძიებლები მოვედით ოფისში განჩინების აღსრულების მიზნით, ვინაიდან ცნობილია ჩვენთვის, რომ მელია იმყოფება ოფისში. კარები ჩაგვიკეტეს და არ შეგვიშვეს", - თქვა პოლიციის წარმომადგენელმა.

კითხვაზე, რა მოხდება ახლა, მან უპასუხა: "აღსრულების პროცესში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება".

მანამდე ადვოკატებმა მათ მიმართეს, რომ განჩინებას თავად ჩაიბარებდნენ, რაზეც სამართალდამცველებმა თქვეს, რომ განჩინება პირადად მელიას უნდა ჩააბარონ.


close დახურვა