პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქტივისტებს კარვის გაშლა სურდათ, პოლიციამ შეუშალა ხელი. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.
კერძოდ, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც უკვე 80 დღეა პარლამენტის უკან კარვები აქვთ გაშლილი, კარვების გადმოტანა საკანონმდებლო ორგანოს წინ უნდოდათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება უკანონოდ არ მისცათ.
ფორმულა დაკავებულების შესახებ ინფორმაციის გარკვევას შსს-სთან ცდილობს.