logo
ENG



უდუმაშვილი სენატორების განცხადებაზე: არ გამოვრიცხავ, ამას სანქციებიც მოჰყვეს

20 თებ 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock 465

ზაალ უდუმაშვილი სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის, ერთობლივ განცხადებას ეხმაურება ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მისი ძირითადი ადრესატი მმართველი გუნდია, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე.

„დარწმუნებული ვარ, ტონი კიდევ უფრო გამკაცრდება. რაც ისმის ყოველდღიურად, ესაა პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და კრიზისის დაძლევა. ამ მოწოდების ადრესატი არის ხელისუფლება, რომელმაც შეიყვანა ამ კრიზისში შეყვანა. თუ დროზე არ გაითვალისწინებს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პარტნიორების მოწოდებებს, არ გამოვრიცხავ, სანქციებზეც დაიწყოს საუბარი", - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ოპოზიცია მზადაა, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. მათი მოთხოვნები უცვლელია: რიგგარეშე არჩევნები, ცესკო-ს ადმინისტრაციის ხელახალი ფორმირება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოების შეწყვეტა.

სენატორებმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელეს - ისინი პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. 

აღნიშნული განცხადება ორპარტიულია. მას რესპუბლიკური პარტიიდან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი სენატორი, ჯიმ რიში, ხოლო დემოკრატებიდან ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი აწერენ ხელს. 


close დახურვა