logo
ENG



ლაშა ნაცვლიშვილი POSTV-ის ხელმძღვანელად ბრუნდება

21 თებ 202114:04
3 წუთის საკითხავი
clock 1842

ლაშა ნაცვლიშვილი POSTV-ის ხელმძღვანელად ბრუნდება. 

ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა. 

"დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები "პოსტივის" ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!". - წერს ლაშა ნაცვლიშვილი. 

უცნობია, დატპვებს თუ არა ლაშა ნაცვლიშვილი ქართულ ოცნებას, რომლის პიარ კონსულტანტიც ახლაა. 

ფორმულა ამ საკითხის დაზუსტებას პარტიაში ცდილობს. 

POSTV სახელისუფლო მედიაა. არხი მუდმივად დადებითად წარმოაჩენს ქართულ ოცნებას და ასევე, მუდმივად ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას. 

ორგანიზაცია DFRLab-მა აღმოაჩინა საქართველოში დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არაავთენტურად, კოორდინირებულად მომუშავე ქსელის კავშირები პროსახელისუფლებო ტელევიზია PosTV-ისთან.

შაბათის ფორმულამ 20 თებერვალს თქვა, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ და მაია ცქიტიშვილმა თანამდებობები დატოვეს, რიგში ლაშა ნაცვლიშვილი და კახა კალაძე არიან. მათ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ხელით იცილებს. 


close დახურვა