
ჩვენს ხელისუფლებას არ ესმის ის, არც ასი წლის წინ ესმოდათ ამ ქვეყანაში - ის, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. ადამიანებს აქვთ პროტესტის გამოხატვის იმ ფორმის შერჩევის უფლება, რომელსაც გადაწყვეტენ. ეს არ უნდა იყოს ხელისუფლების და პოლიციის ნება-სურვილზე დამოკიდებული. მაგალითად, 1921 წლის კონსტიტუციის 42-ე მუხლი ამბობდა, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა თანამდებობის პირების მხრიდანაც კი, ისჯებოდა სისხლის სამართლის კოდექსით