logo
ENG



პავილიონისი აშშ-ს მიმართავს, დაინტერესდეს მელიას მიმართ "ოცნების" ავტოკრატიული ტონით

22 თებ 202108:55
3 წუთის საკითხავი
clock 2848
პავილიონისი აშშ-ს მიმართავს, დაინტერესდეს მელიას მიმართ "ოცნების" ავტოკრატიული ტონით

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართავს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ხელისუფლების აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონსა და შესაძლო ქმედებებზე ნიკა მელიას მიმართ. 

საქართველოში 3-დღიანი ვიზიტის, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ ჟიგიმანტას პავილიონისმა ტვიტერზე დაწერა:  

"ქართული ოცნების გარდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საჯაროდ გამოხატა დიალოგის მზაობა. ბატონო ბლინკენ, დემოკრატიული ქვეყნების ტრანსატლანტიკური ოჯახი უნდა კონცენტრირდეს ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონსა და შესაძლო ქმედებებზე".

3-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პავილიონისმა არაერთხელ თქვა, რომ არსებული კრიზისის განსამუხტად აუცილებელია დიალოგი. მისი თქმით, უნდა შეწყდეს რეპრესიები, პოლიტიკური დევნა, სასამართლოში მიმდინარე საქმეები პოლიტიკური ლიდერების მიმართ, იმისთვის, რომ საქართველო დასავლური ოჯახის - ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს. პავილიონისისვე განცხადებით, ეს აუცილებელია საქართველოს გადარჩენისთვის. 


close დახურვა